პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ნიკა მელია, ჯერჯერობით, მიხეილ სააკაშვილის თამაშს თამაშობს, მაგრამ მისივე განცხადებით, ნიკა მელია უჭკუო ნამდვილად არ არის, რადგან "ადამიანმა მიხეილ სააკაშვილის თამაში რომ ითამაშოს, თან თავგანწირული უნდა იყოს და თან უჭკუო".
"ნიკა მელია, ჯერჯერობით, მიხეილ სააკაშვილის თამაშს თამაშობს, მაგრამ მე ნიკა მელია სულელი და უჭკუო ნამდვილად არ მგონია. ადამიანმა მიხეილ სააკაშვილის თამაში რომ ითამაშოს, თან თავგანწირული უნდა იყოს და თან უჭკუო. ნიკა მელიამ თუ თავისი ბოლომდე გაიტანა გირაოს საკითხზე, რაც ჩემი აზრით, წარმოუდგენელია, თავად მიიღებს გადაწყვეტილებას მისთვის აღკვეთის ღონისძიების დამძიმებაზე. ამ დროს კი, შეეცდებიან რომ ის პოლიტპატიმრად გამოაცხადონ. ასევე, სააკაშვილი ამით, კონკურენტს იშორებს პარტიის შიგნით, ნიკა მელიას სახით," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ "დღის კურიერში"