პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" თავმჯდომარე იაგო ხვიჩიამ, "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა,რომ 0-დან 3%-მდე ბარიერი ბიძინა ივანიშვილის დაპირება იყო, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" ვერ შეასრულა.
იაგო ხვიჩიამ "ქართული ოცნების" წევრებს მოუწოდა ბიძინა ივანიშვილს დაეხმარონ თავისი დაპირების შესრულებაში.
"საკუთარი პარტიის თავმჯდომარის დაპირება იყო 0-დან 3%-მდე ბარიერი, თან ვიცით, დაპირებების მიმართ როგორი სენსიტიურია ბიძინა ივანიშვილი. თქვა, ყველა დაპირება შევასრულეო. შეუძლებელია ეს დაპირება არ ჰქონდეს გულში ხინჯად. ამიტომ, მე მოვუწოდებ "ქართული ოცნების" დეპუტატებს, ამაზეც იფიქრონ და იმ კაცსაც დაეხმარონ თავისი დაპირების შესრულებაში,"- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.