უკრაინის საგარეო უწყება საჯარო პირებს კიდევ ერთხელ აფრთხილებს, თავი შეიკავონ მეგობარ საქართველოში დაუმორჩილებლობის აქციებისკენ მოწოდებისგან.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მისი, როგორც უკრაინელი მოხელის მოწოდებები დაუმორჩილებლობასთან დაკავშირებით, შესაძლოა, ჩაითვალოს სტრატეგიული პარტნიორის შიდა საქმეებში ჩარევად.
უკრაინის საგარეო უწყება დაუსაბუთებელს უწოდებს ბრალდებებს, საქართველოში უკრაინის ელჩის, იგორ დოლგოვის წინააღმდეგ, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა მექრთამედ მოიხსენია.