ამ წუთებში საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა იწყება. სასულიერო პირები ადგილზე დილის 10 საათიდან იკრიბებიან. საპატრიარქოსთან მივიდა ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ძმაც.
თორნიკე მამალაძე სინოდის წევრებს მოუწოდებს, შექმნან კომისია და იმსჯელონ ციანიდის საქმესთან დაკავშირებით.
"შევახსენებ ამ ადამიანებს, რომლებიც სინოდზე იკრიბებიან, რომ ჩემი ძმა არის როგორც ივანიშვილის, ასევე პატრიარქის პირადი ტყვე და მოვუწოდებ ამ ადამიანებს, როდესაც 3 წლის უკან სინოდზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ უნდა შექმნილიყო კომისია, რომელსაც უნდა ემსჯელა ციანიდთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, უკვე 3 წელია გასული, არანაირი კომისია არ შექმნილა. მოვუწოდებ, შეიქმნას კომისია და ერთხელ და სამუდამოდ იმსჯელონ ციანიდთან დაკავშირებით," - განაცხადა თორნიკე მამალაძემ.