17 ნოემბერი 2024,   10:32
ვრცლად
რა პროცედურების გავლა მოუწევთ ენგურის ხიდზე გადმოსვლის შემდეგ მოქალაქეებს - მინისტრის თქმით, შესაბამისი პროტოკოლები შემუშავდა

ენგურის ხიდი იხსნება - საოკუპაციო რეჟიმთან მოლაპარაკების შემდეგ საქართველოს ხელისუფლება ადასტურებს, რომ მიმოსვლა უახლოეს დღეებში აღდგება.

საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ადმინისტრაციულ ხაზზე გადმოსვლისას ჩასატარებელ პროცედურებზე ისაუბრა. მისი თქმით, არსებობს შესაბამისი პროტოკოლები, რომელიც განსაზღვრავს პროცედურებს, რაც მოქალაქეებს ადმინისტრაციულ ხაზზე გადმოსვლისას უნდა ჩაუტარდეთ.

მინისტრის განმარტებით, პროცედურები, მათ შორის - PCR ტესტირება საჭიროა იმისთვის, რომ დაცული იყვნენ როგორც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის მსურველები, ასევე - ადგილობრივი მოსახლეობა. 

დღის ამბები