17 ნოემბერი 2024,   10:29
ვრცლად
ბუნებაში არ არსებობს ადამიანი, უცბად გაიქცეს ხვალ და გირაოს თანხა შეიტანოს - ბაჩო დოლიძე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ბაჩო დოლიძემ "დღის კურიერში" უპასუხა "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ენმ პარტიის თავმჯდომარისთვის გირაოს გადახდას ე.წ გვერდითი გზებით აპირებს:

"ბუნებაში არ არსებობს ადამიანი, რომელიც ჩვენ გვყავს მომზადებული, რომ უცბად გაიქცეს ხვალ შეიტანოს გირაოს თანხა და შესაბამისად, მოიხსნას ის კითხვები, რაც დღეს "ქართულ ოცნებაში" არის. თავიდან ბოლომდე, ეს სპეკულაცია და ფარსი, დაგეგმილი იყო სამართალდამცავი ორგანოებიდან, არალეგიტიმური უწყებიდან, რომელსაც  მართავს არალეგიტიმური ხალხი, აქედან გამომდინარე, შექმნეს თვითონ კრიზისი და ცდილობენ ამ კრიზისიდან გამოსვლას. როგორ გამოვლენ, ამას ყველანი ვიხილავთ," - განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

შეგახსენებთ, პროკურატურის განცხადებით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელიას გირაოს პირობების შეუსრულებლობის გამო მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გაუმკაცრდა და გირაოს ოდენობა გაიზარდა 40 000 ლარით.  ბრალდების მხარე ნიკა მელიას 2019 წლის 20-21 ივნისის ღამეს ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება. პროკურატურამ გირაოს გაზრდილი ოდენობის გადახდისთვის ნიკა მელიას ერთკვირიანი ვადა მისცა, რომელიც 12 თებერვალს იწურება. პროკურატურის განმარტებით  გირაოს თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, ან თუ იგი გირაოს თანხას  ექვივალენტური  უძრავი ქონებით არ უზრუნველყოფს, ბრალდების მხარე მიმართავს სასამართლოს მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობით შეცვლის თაობაზე.

ნიკა მელია გირაოს გადახდაზე უარს აცხადებს.

 

დღის ამბები