17 ნოემბერი 2024,   10:21
ვრცლად
პრემიერ-მინისტრისა და NDI-ის პრეზიდენტის შეხვედრაზე თანამშრომლობისა და გამოწვევების შესახებ იმსჯელეს

პრემიერი NDI-ის პრეზიდენტს შეხვდა. საქართველოსა და აშშ-ის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის წარმატებული თანამშრომლობა, რეგიონული და ადგილობრივი გამოწვევები - ეს ის მთავარი საკითხები იყო რომელიც გიორგი გახარიას და NDI-ის პრეზიდენტ დერეკ მიტჩელის შეხვედრისას განიხილებოდა.   

საუბრისას ყურადღება გამახვილდა ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობასა და აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტს შორის, მათ შორის ინსტიტუციების დონეზე წარმატებულ თანამშრომლობაზე. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა არსებული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობას. 

გიორგი გახარიამ ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომელიც რეგიონში არსებობს და საქართველოს როლზე, ასევე - ადგილობრივ ჭრილში განვითარებულ მნიშვნელოვან მოვლენებზე. გამოითქვა რწმენა, რომ საქართველოს მთავრობასა და NDI-ს შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობის დინამიკა გაგრძელდება და მომავალში არაერთი მნიშვნელოვანი ერთობლივი პროექტი განხორციელდება. 
შეხვედრაში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი კახაბერ ქემოკლიძე მონაწილეობდა. 

დღის ამბები