17 ნოემბერი 2024,   10:27
ვრცლად
სამოქალაქო აქტივისტებმა "ქართული ოცნების" ოფისთან და შსს-სთან საპროტესტო აქციები გამართეს

"ქართული ოცნების" ოფისთან ე.წ დაუმორჩილებლობის აქციის დროს სამოქალაქო აქტივისტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც 2 პირი დააკავეს. აქტივისტები შენობაზე წარწერების გაკეთებას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს.

აქციის მონაწილეები გადაადგილებაზე შეზღუდვას აპროტესტებდნენ, ასევე, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესებას.  სამოქალაქო აქტივისტები ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასაც ითხოვდნენ.

აქციის მონაწილეები "ქართული ოცნების" ოფისიდან შსს-მდე მსვლელობით მივიდნენ და აქცია სამინისტროსთან გამართეს. ისინი ქობულეთში 14 წლის გოგოს თვითმკვლელობის საქმეზე ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებდნენ და შინაგან საქმეთა მინისტრს გადადგომისკენ მოუწოდებდნენ.

დღის ამბები