საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიას თქმით, ირაკლი კობახიძე "ქართული ოცნების" ღირსეული ლიდერი და მისი კარგი მეგობარია და სპეკულაციები ამ თემაზე უნდა დასრულდეს.
"ირაკლი კობახიძე არის "ქართული ოცნების" გუნდის ღირსეული ლიდერი და ჩემი კარგი მეგობარი. ამით ეს სპეკულაციები უნდა დასრულდეს. ჩვენ ვაკეთებთ ერთ საქმეს და როდესაც ვხედავთ, რომ ზოგიერთ მედიას, გარდა იმისა საფუძველი ჭორების არ აქვს, გახარია დაესწრო პოლიტსაბჭოს თუ არა, მე პოლიტსაბჭოს ხანდახან ვერ დავესწრები, მხოლოდ გრაფიკიდან გამომდინარე. ბევრი საქმეა ქვეყანაში," - განაცხადა გიორგი გახარიამ.