17 ნოემბერი 2024,   10:28
ვრცლად
ნიკა მელიას პოლიტიკურ ხაზს ლიმიტი ეწურება და ახალ პროვოკაციაზე მოდის, სურს რევოლუციური სცენარი გათამაშდეს - ირაკლი ქადაგიშვილი

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით,​ ნიკა მელია გირაოს გადახდაზე უარს პროვოკაციის მიზნით ამბობს. 

რა უფრო კომფორტული იქნებოდა მისთვის, ნიკა მელია ციხეში, თუ პარლამენტში? - ამ კითხვაზე ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ მისთვის კომფორტული იქნებოდა ნიკა მელია პარლამენტში შესულიყო. 

"ნიკა მელიას მხრიდან ეს ყველაფერი იმიტომ კეთდება, რომ მათ პოლიტიკურ ხაზს ლიმიტი ეწურება და ახალ პროვოკაციაზე მოდის. პროკურატურა თავისი კანონმდებლობის მიხედვით მიჰყვება ამ საქმეს. ასევე, პროკურატურა ცდილობს პირდაპირ აღკვეთის ღონისძიება არ გამოიყენოს მის წინააღმდეგ და მაქსიმალურად მისცეს ბრალდებულს საშუალება, რომ სხვა მეთოდი, გირაო, სამაჯური და ასეთი მეთოდები გამოეყენებინა. აქ საქმე პროვოკაციასთან გვაქვს. უნდა რომ რევოლუციური ქაოტური სცენარი გათამაშდეს. 

ნიკანორ მელია ამბობს, რომ ჩაეფუშა პარლამენტის ჩამოშლის გეგმა და ახალ გეგმაზე გადავდივარო. ადამიანი პირდაპირ აცხადებს, რომ ეს ქვეყანა უნდა ჩამოვაქციოო

რა გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი, ამაზე "ქართულ ოცნებას" ექნება შეხვედრა და მსჯელობა. ამის მიხედვით იქნება გადაწყვეტილება მიღებული. ჩვენთვის ყველაზე კომფორტული იქნება, ამ ადამიანებმა ის გააკეთონ, რაც ამომრჩევლებმა დაავალეს, მაგრამ ამას არ აკეთებენ. ჩემთვის კომფორტული იქნებოდა ნიკა მელია პარლამენტში მჯდარიყო," - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა "დღის კურიერის" ეთერში საუბრისას. 

დღის ამბები