ქუთაისის მერიასთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული. არსებული ინფორმაციით, სამოქალაქო აქტივისტები მერიასთან საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ.
აქციის მონაწილეებს "მოძრაობა საქართველოსთვის" წევრები თბილისიდან შეუერთდებიან.
აქციის მონაწილეები მერისა და იმერეთის გუბერნატორის საქმიანობას გააპროტესტებენ. მერიის წინ სამართალდამცველებს კორდონი აქვთ გაკეთებული.