17 ნოემბერი 2024,   10:20
ვრცლად
ნიკა მელიას უნდა, თან არ გადაიხადოს, თან სააკაშვილის ჭკუაზე იაროს და არა კანონის, გადაწყვეტილებაც ადეკვატური იქნება - მამუკა მდინარაძე

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ნიკა მელიას თავისი აბსტრაქტული პოლიტიკური აზრები აქვს, რომლებიც ურთიერთსაწინააღმდეგოა.

"მელიამ წარმოგვიდგინა მოსაზრება, რომ "ქართული ოცნება" მასზე გაგიჟებულია და ცდილობს გირაო გადაუხადოს ფარული გზებით - ეს არის ერთი აბსტრაქცია. 

მეორე პოლიტიკური აბსტრაქციაა ის, რომ პოლიტიკური დევნაა მასზე. ნიკა მელია უნდა ჩამოყალიბდეს, რადგან ეს ორი რამ არის არათავსებადი. 

უნდა, რომ თან გირაო არ გადაიხადოს, თან სასამართლო დააკნინოს, თან მიშას ჭკუაზე იაროს და არა კანონის. მაშინ გადაწყვეტილებაც შესაბამისი და ადეკვატური უნდა იყოს," - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები