17 ნოემბერი 2024,   10:24
ვრცლად
ჩვენი პარტიისთვის ეს იყო ძალიან დაბალი შედეგი - გიგი წერეთელი პარტიის ლიდერების გადაწყვეტილების მიზეზს განმარტავს 

”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიგი წერეთელი ამბობს, რომ თუკი არის საუბარი პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებაზე, ლიდერები ერთად უნდა იღებდნენ ამ პასუხისმგებლობას. 

მისი თქმით, თუკი პარტიულ პასუხისმგებლობაზეა საუბარი, სწორია თუ იგრძნეს ლიდერებმა. 

"თუ არის საუბარი პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებაზე და არის ლიდერების მხრიდან აღებაზე, ევროპულ საქართველოში ბევრი ლიდერია, მაგრამ ფუნქციონალური ლიდერები ვინც იყვნენ, ვისი გვარებიც ეწერა საარჩევნო ბიულეტენში, რომ ჩვენ ვართ ამ პარტიის ლიდერები, ეს ადამიანები ერთად უნდა იღებდნენ პასუხისმგებლობას, ეს არის ჩემი მოსაზრება...

ჩვენი პარტიისთვის ეს იყო ძალიან დაბალი შედეგი. ეს სადამსჯელო ამბავი კი არ არის. ჩვენ კი არ გვითქვამს, რომ თქვენ ახლა ყველანი აღარ უნდა დაგინახოთ პარტიულ ოფისში და მარტო თქვენი ბრალია, არა, ეს ასე არ ხდება ხოლმე. მაგრამ, როდესაც პარტიულ პასუხისმგებლობაზეა საუბარი, თავად ადამიანები გრძნობენ ამას და სწორია, თუ ეს იგრძნო დათომ, გიგიმ. მე ვიცი, რომ გიგაც ამას გრძნობს. ოღონდ, გარკვეული აზრთა სხვადასხვაობაა იმაზე, ეს კარგი დროა თუ არა, ახლა გასაწევად და მზად არის თუ არა პარტია იმისთვის, რომ ეს ვაკუუმი შეავსოს რაც შეიძლება სწრაფად,“ - განაცხადა გიგი წერეთელმა. 

გიგი წერეთელი ამბობს, რომ გიგი უგულავას ვიზიტი კიევში, არ არის კავშირში პარტიაში განხორციელებულ ცვლილებებთან და მსჯელობა გაცილებთ ადრე დაიწყო.

"გაცილებით უფრო ადრე მსჯელობა დაწყებული იყო იმაზე, რომ ჩვენ გვჭირდება ანალიზი. მე არ ვფიქრობ აქ რაიმე კავშირი იყო. დათო ბაქრაძე არ ყოფილა კიევში და მე როგორც ვიცი, კიევში საერთოდ არ ყოფილა ამაზე საუბარი, მე რა ინფორმაციაც მაქვს, მაგრამ დათო ბაქრაძემ, მე ვფიქრობ, რომ  მისი დამოუკიდებელი ნააზრევი იყო, იმიტომ რომ ის გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ ჩანდა აქტიურად არჩევნების შემდეგ. ესე იგი, რაღაცას ფიქრობდა, გარკვეულად გააზრებას აკეთებდა იმისა, რომ მაისში თუ აპრილში, როცა მოვა ყრილობა, ის დააყენებს თუ არა, თავის თავს პარტიის თავმჯდომარედ,“ - განაცხადა გიგი წერეთელმა.

 

დღის ამბები