სხვილოს ციხესთან, ოკუპანტების მიერ გატაცებული ზაზა გახელაძის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს. ეს ის ადგილია, საიდანაც ოკუპანტებმა ზაზა გახელაძე გაიტაცეს.
სამოქალაქო აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ერთსულოვნად მოითხოვენ გახელაძის უპირობო გათავისუფლებას, რისთვისაც ხელისუფლებას ყველა საჭირო ბერკეტის ამოქმედებას მოუწოდებენ.