ქუთაისში გუშინ გამართულ აქციაზე დაპირისპირების დროს დაკავებული სამოქალაქო აქტივისტები გაათავისუფლეს. 6 დაკავებულიდან 4 მათგანს სასამართლომ 1500-დან 2000 ლარამდე ფულადი სანქცია დააკისრა, ორი პირის პროცესი გადავადდა.
გათავისუფლებული აქტივისტების თქმით, ისინი პოლიტიკური ნიშნით დააკავეს, რადგან სამართალდამცველებმა მერის კრიტიკა ვერ აიტანეს. ერთ-ერთი დაკავებულის თქმით, ის შეუძლოდ იყო, გადაიყვანეს საავადმყოფოში, თუმცა მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობისა იზოლატორში დააბრუნეს.