17 ნოემბერი 2024,   10:24
ვრცლად
ჩვენი ამოცანა არ არის რაღაც აქციებში მონაწილეობა, რას აპროტესტებენ, გასაბჭოებას? - "მოქალაქეები" 25 თებერვალს დაგეგმილ ოპოზიციის აქციას არ შეუერთდებიან

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, პარტია "მოქალაქეების" გენერალური მდივანი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ "მოქალაქეები" 25 თებერვალს საქართველოს გასაბჭოებიდან ასი წლისთავზე დაგეგმილ ოპოზიციის საპროტესტო აქციას, სადაც რუსულ ოკუპაციას გააპროტესტებენ, არ შეურთდებიან.

"რას აპროტესტებენ, გასაბჭოებას? ჩვენი განხეთქილება ოპოზიციასთან ამ ნაწილსაც ეხებოდა, რომ როდესაც გეგმის თაობაზე ვეკითხებოდით, გვპასუხობდნენ, რომ აპირებდნენ აქციებით ამ ყველაფრის გაგრძელებას და ამიტომ, მოქმედების სხვა გეგმა ავირჩიეთ, გადავდგით ეს ნაბიჯი და ვართ სადაც ვართ. შეიძლება მათ მიმართ ბევრ რამეზე ვიყოთ სოლიდარული, მაგრამ ჩვენი ამოცანა არ არის რაღაც აქციებში მონაწილეობა. ჩვენი ამოცანაა, რომ საკითხი, რის გამოც შემოვედით პარლამენტში, ბოლომდე მივიყვანოთ,"- განაცხადა ლევან იოსელიანმა "დღის კურიერში". 

დღის ამბები