18 მაისი 2024,   16:33
ვრცლად
დაჭრა კახეთში - არასრულწლოვანი შვილის მიერ დაჭრილი 43 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა  

43 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც არასრულწლოვანმა შვილმა ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა, სტაბილურად მძიმეა. ექიმის ინფორმაციით, ქალს მრავლობითი შემავალი ჭრილობები აღენიშნებოდა, რის გამოც სასწრაფო გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.

ქალი მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში გადის. 

"წუხელ შემოსული პაციენტს, ქალბატონს ჩაუტარდა, რომელსაც აღენიშნებოდა მრავლობითი შემავალი ჭრილობები, ჩაუტარდა სასწრაფო გადაუდებელი ოპერაცია. ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში. პაციენტს უტარდება მკურნალობა," - ამბობს ექიმი.

შემთხვევა ლაგოდეხში, სოფელ განჯალაში მოხდა. 43 წლის ქალს ცივი იარაღით დაზიანება მუცლისა და გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. 17 წლის არასრულწლოვანი სამართალდამცველებმა მალევე დააკავეს. მას ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ედება ბრალად.  

 

ავტორი: ლიკა ალელიშვილი

დღის ამბები