პარლამენტმა ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერა. პროკურატურის მიმართვის საფუძველზე, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარისთვის საპარლამენტო მანდატის შეჩერებას პლენარული სხდომაზე საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატთა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი.
პროცედურის თანახმად, ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერების შემდეგ საქართველოს გენერალური პროკურატურა უკვე სასამართლოს მიმართავს, სადაც გირაოს გადაუხდელობის გამო ენმ-ს თავმჯდომარის დაკავების მოთხოვნას დააყენებს.
ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერება სესიამდე საპროცედურო საკითხთა და იურიდიული კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განიხილეს.
2019 წლის შემდეგ, ნიკა მელია უკვე მორედ დადგა დაპატიმრების საფრთხის წინაშე.
შეგახსენებთ, ნიკა მელიას პოზიცია კვლავ უცვლელია და ის დაკისრებული გირაოს გადახდას არ აპირებს.