17 ნოემბერი 2024,   10:27
ვრცლად
გავრილოვის საქართველოში სამართლებრივი დოკუმენტი ვერ დაიდება - თაკო ჩარკვიანი

"ვერც ერთ სამართლებრივ დოკუმენტს ვერ დავდებთ პუტინის საქართველოში" - ასე პასუხობს პარტია "კანონი და სამართალის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომ ოპოზიცია მელიას გასამართლებლად ვერც ერთ სამართლებრივ არგუმენტს ვერ დადებს.

"გავრილოვის საქართველოში სამართლებრივი დოკუმენტი ვერ დაიდება, იმიტომ რომ პროკურატურა და სასამართლო ხალხის არ არის. ასეა რუსეთშიც, ნავალნიც ციხეშიც ზის, ეს არის ოლიგარქიული, სამარცხვინო ფეოდალური მმართველობის სტილი და ამ სტილით თუ უნდათ წასვლა, ძალიან ცოტა ხანს მოხდება. საქართველოა და კინწისკვრით გაყრის ხალხი. 

ფაქტია, რომ სისტემა, რომელიც არ შეიცვალა და დააწინაურეს ყველა, იმ დანაშაულებრივი სისტემის მონაწილეები მაღალ თანამდებობზე. 

მტერი რომ მოდის, ანუ გავრილოვი რომ მოდის, იქ ძალა მხოლოდ ერთობაშია. რა დროს იმისტი და ამისტია? გავრილოვი უხდის მადლობას ამათ, წარმოიდგინეთ ერთი წუთით სად ვცხოვრობთ. მართლაც მძიმე სისხლის სამართლის დანაშაული ჩადენილი თუ არ არის, შენს გვერდით რომ დეპუტატი ზის, შენ კოლეგას იმუნიტეტი ვერ უნდა მოუხსნა, რომ დასაჭერად გაამზადო.

კიდევ ვეტყვი, ხალხს ნუ აბნევენ, დაჭერისთვის არის პროცედურა, თორემ 51 დეპუტატიდან ერთ მელიას არ ამოარჩევდნენ. 

ბოლომდე დავდგები მელიას გვერდით და როგორც შემიძლია ისე გავაპროტესტებ, ვიბრძვი იმისთვის, რომ კანონი და სამართალი იყოს უზენაესი. პატივცემულო დეპუტატებო, მურუსიძე მაშინ რომ არ მოგწონდათ და ახლა მოგწონთ, ფარცხალაძეს გარეთ რომ უშვებენ და მელიას იჭერენ, ხელი როგორ გიტრიალდებათ,"-განაცხადა "დღის კურიერში" თაკო ჩარკვიანმა. 

დღის ამბები