"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ბეჟაშვილის თქმით, ახლა, რადიკალური მოქმედებების დროა.
როგორ ბეჟაშვილი "დღის კურიერში" სტუმრობისას აცხადებს, ხელისუფლება მათ არ აძლევს პოლიტიკის კეთების საშუალებას და მათ მოთხოვნების შესასრულებლად ქუჩის ზეწოლა დარჩენიათ.
"რადიკალური მოქმედებების დრო არის. აქ რომელიმე პარტიის ლიდერი, ან პარტია კი არ წყვეტს, რომ რადიკალურ მოქმედებებზე გადავიდეს.
რადიკალური მოქმედებები არის ყველა ის კანონიერი საშუალება, რომლითაც სამოქალაქო პროტესტის გამოხატვა შეიძლება და ბუნებრივია ჩვენ საზოგადოებასთან ერთად სწორედ მშვიდობიანად, კანონისმიერი საშუალებებით ვცდილობთ დაუმორჩილებლობის განხორციელებასაც, საპროტესტო აქციების წარმართვასაც, იმიტომ რომ, დღეს ხელისუფლება არ გვაძლევს სხვა საშუალებას პოლიტიკის კეთების და დღეს ჩვენ სხვა არ დაგვრჩენია, თუ არა, მართლა ხალხთან ერთად ქუჩიდან მოვახდინოთ მათზე ზეწოლა, დავანიშნინოთ საპარლამენტო არჩევნები და ქვეყანაში დავაბრუნოთ ნორმალური, წესიერი პროცესი," -განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.