17 ნოემბერი 2024,   10:20
ვრცლად
ვერ წარმომიდგენია ისე გაგიჟდეს "ქართული ოცნება" "ნაციონალური მოძრაობის" ოფისის შტურმი გადაწყვიტოს - ნინო ბურჯანაძე

"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის თქმით, მას ვერ წარმოუდგენია, რომ მმართველმა პარტიამ ენმ-ის ოფისზე შტურმი მიიტანოს.

"მე ვერ წარმომიდგენია ახლა ისე გაგიჟდეს "ქართული ოცნება", ამ ოფისის შტურმი გადაწყვიტოს სპეცრაზმის, ან ომონის მეთაურობით. თუ ამას გააკეთებენ, უბრალოდ, დამთავრდება ეს ხელისუფლება და მინდა შევახსენო ყველას, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლება გადატყდა ხერხემალში 26 მაისს. 26 მაისს რომ არ დაერბიათ, "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებას ვერ ბიძინა ივანიშვილი და ვერც ვერავინ ვერაფერს უზამდა და თუ უნდა ახლა "ქართულ ოცნებას" გადატყდეს ხერხემალში "ნაციონალური მოძრაობის" შტურმით, ეს მისი არჩევანია. ჩვენ არ ვართ განწყობილი იმისათვის, რომ ჩვენგან წამოვიდეს რაიმე ძალადობა," - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ "დღის კურიერში" სტუმრობისას.

დღის ამბები