"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერის ვახტანგ მეგრელიშვილის თქმით, "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩევლების ემოციები არ ღირს ამ პოლიტიკურ სპექტაკლში დასახარჯად.
"ამ პოლიტიკურ სპექტაკლს, რასაც ჩვენ ახლა ყველანი ვადევნებთ თვალს და რომელიც ალბათ უფრო საშიშ ფაზაში გადადის, გვინდა რომ გვერდიდან, ცივსისხლიანად დავაკვირდეთ, ყურადღებით და ამ პერიოდის განმავლობაში, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ველაპარაკოთ "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" იმ ამომრჩეველს, რომელსაც ნამდვილად საღ აზრზე აქვს პრეტენზია და მოვახერხოთ ამ ადამიანების დარწმუნება იმაში, რომ რაც ჩვენს თვაწინ ვითარდება, არის ამ პოლიტიკური ძალების "ლიდერშიფის" ხელისუფლებისთვის ბრძოლა. აქეთ ერთი მილიონის და იქით ნახევარი მილიონი ადამიანის ემოციები არ ღირს, მე მგონი, ამ სპექტაკლში დასახარჯად," - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.