17 ნოემბერი 2024,   10:31
ვრცლად
შეშა, კასრები და ხმის გამაძლიერებლები - "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან ნიკა მელიას მხარდამჭერები პოზიციებს ამაგრებენ

"მობილიზაციაა ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან, სადაც პარტიის წევრებმა და აქტივისტებმა კასრები და ხმის გამაძლიერებლები დადგეს. ოფისთან მიტანილია შეშაც. 

ადგილზე მივიდა შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილიც, რომელმაც პარტიის ოფისი კომენტარის გარეშე დატოვა. 

"თუ საჭირო გახდა, ხალხი იქნება აქ მთელი ღამით, როგორც ეს იყო რუსთაველზე, პროტესტის დროს და შემიძლია ვივარაუდო, მახსოვს ის სამარცხვინო, კომიკური დევნა შეშაზე და წალამზე. მეც კი დამაკავეს წალმის კონტრაბანდისთვის. ფიზიკური ძალის გამოყენება მოუწევთ ჩვენს წინააღმდეგ, აქ ბევრი ხალხი იქნება," - აცხადებს "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია.

"ჩვენი გეგმა მარტივია,  შევინარჩუნოთ მაქსიმალურად ერთიანობა. დავიცავთ და არ გავატანთ ნიკა მელიას არცერთ შემთხვევაში, იმიტომ რომ ის არის დღეს სიმბოლო ამ ქართული საქმის. არ ვიცით რა სიურპრიზს შემოგვთავაზებს ხელისუფლება, რომელიც მზად არის წავიდეს ყველაფერზე, რომ სკამები შეინარჩუნოს, მაგრამ ყველაფერზე წასული ხელისუფლება, ყველაფერს კარგავ, საბედნიეროდ ამ შემთხვევაში,"- აცხადებს ბაჩუკი ქარდავა.

შეგახსენებთ, ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას პროცესი მიმდინარეობს.  ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 40 000-ლარიანი გირაოს პატიმრობით შეცვლას ითხოვს. დაცვის მხარე კი აცხადებს, რომ ნიკა მელია აღკვეთის ღონისძიების გარეშე უნდა დარჩეს. 

 

დღის ამბები