17 ნოემბერი 2024,   10:26
ვრცლად
ძალიან ცუდად დაამთავრეს ერთი კასრების საქმე, ვურჩევ ნაკლებად ატრიალონ ეს კასრები - სოზარ სუბარი

სოზარ სუბარის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუკი ნიკა მელიას პატიმრობა შეეფარდება და პოლიციას მისი მხარდამჭერები წინააღმდეგობას გაუწევენ, კანონის წინაშე აგებენ პასუხს.

სოზარ სუბარის შეფასებით, უმჯობესი იქნებოდა, ნიკა მელია თავის სასამართლო პროცესზე მისულიყო.

"ვინც ამბობს, რომ კანონს არ დავემორჩილები, მან უნდა იცოდეს და გათავისებული უნდა ჰქონდეს, რომ ის კანონის წინაშე აუცილებლად აგებს პასუხს და მეორეც, ვინც პოლიციას გაუწევს წინააღმდეგობას, ისინიც დამნაშავეები გახდებიან და ისინიც აგებენ კანონის წინაშე პასუხს. მე ვურჩევდი ყველას, რომ დაემორჩილოს კანონს და რაც შეიძლება მშვიდად შეხვდნენ სასამართლოს გადაწყვეტილებას. კარგია, რომ ადვოკატები მივიდნენ სასამართლოზე, უკეთესი იქნებოდა, რომ თვითონ ბრალდებული მისულიყო და ადვოკატებთან ერთად ემტკიცებინა თავისი პოზიციის სისწორე, მაგრამ მას შეეშინდა გასაგებია სასამართლოზე მისვლის.

წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, კანონის წინაშე აგებენ პასუხს. წეღან გავრცელდა ინფორმაცია, კასრები მიაქვთ, ზოგადად, ძალიან შეეჩვივნენ კასრების თემას "ნაცები." ძალიან ცუდად დაამთავრეს ერთი კასრების საქმე, გვახსოვს სამეგრელოში რაც იყო და ვურჩევ, ნაკლებად ატრიალონ ეს კასრები, უკეთესია მათთვის. უფრო ჯანსაღად გამოჩნდებიან საზოგადოების თვალში. 

სასამართლო არ არის პოლიტიკური, პოლიტიკური რომ ყოფილიყო, აქამდეც შეეფარდებოდა, მაგრამ ჩვენ კარგად ვხედავდით, რომ ეს ადამიანი თითქმის 2 წლის განმავლობაში თავისუფლად გადაადგილდებოდა, არანაირი შეზღუდვა არ ჰქონია. როდესაც მან ღიად და ცინიკურად გადაწყვიტა დაპირისპირებოდა კანონს, სამართალებრივმა სისტემამ თავისი პროცედურები განახორციელა," - განაცხადა სოზარ სუბარმა.

დღის ამბები