17 ნოემბერი 2024,   10:16
ვრცლად
არ გაბედოს ხელისუფლებამ ძალისმიერი მეთოდის გამოყენება - ნინო ბურჯანაძე

ნინო ბურჯანაძე ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ ნიკა მელიას დასაპატიმრებლად ძალისმიერი მეთოდი არ გამოიყენოს.

"ჩვენ ახლა ვართ თანამოაზრეები და ვდგავართ სიმართლის მხარეს. დღეს ნიკა მელია არის სიმბოლო მცდელობის, რომ უსამართლოდ დაჩაგრონ ადამიანი, მაგრამ ხედავთ, რომ ის არ არის დაჩაგრული, ვერც დაჩაგრავენ, ვერც მას, ვერც თითოეულ ჩვენგანს და მონებად ვერ გვაქცევენ.

ჩვენ დღეს ვინც აქ ვართ, უსამართლობაზე თვალი არ დავხუჭეთ და მზად ვართ მშვიდობიანად, ასე ერთად დგომით სამართალი ამ ქვეყანაში და ჩვენი შვილების მომავალი დავიცვათ. არ გაბედოს ხელისუფლებამ ძალისმიერი მეთოდის გამოყენება. მსოფლიო ისტორიაში შევა როგორც ბარბაროსი ხელისუფლება," - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ნიკა მელიას 20 ივნისის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ჩახნაშვილმა მიიღო. პროცესი 6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და მას ბრალდებული, ნიკა მელია არ დასწრებია.

დღის ამბები