17 ნოემბერი 2024,   10:21
ვრცლად
ეს ყველაფერი, ფაქტიურად, რევოლუციური სცენარის განვითარების ერთ-ერთი მცდელობაა - გია ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას ეხმაურება. გია ვოლსკი ამბობს, რომ ვერც ერთ სხვა დემოკრატიულ ქვეყანაში მსგავს საქმესთან დაკავშირებით სხვანაირ გადაწყვეტილება არ იქნებოდა მიღებული. მისი თქმით,  სამაჯურის თემა თითქმის ერთადერთი პირობაა, რომელიც ნიკა მელიას უნდა შეესრულებინა.

"რასაც ვუყურებთ ამ ვერდიქტის შემდეგ მიმდინარე პროცესებს, შეიძლება ითქვას, რომ ამას რასაკვირველია, მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვა და ნაწილი გააჩნია საერთოდ ამ ვითარებას. რაც შეეხება სამართლებრივ ნაწილს, აუცილებელი არ არის, იურისტი იყო რომ მიხვდე, რომ რაღაც ხდება ისეთი, რაც კითხვებს ბადებს. არც ერთ ქვეყანაში, არც ერთ სასამართლოში დემოკრატიული ქვეყნები მაქვს მხედველობაში, ვერც ერთი მოსამართლე სხვანაირ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა. ყველამ კარგად იცით, რომ გამოტანილი თავიდან იყო ვერდიქტი რომ სამაჯური და გარკვეული შეზღუდვებით უნდა ყოფილიყო ნიკა მელია და დალოდებოდა იმ მთავარ სასამართლოს, პირობითად დავარქვათ, როდესაც განიხილებოდა იყო თუ არა შტურმში მისი მონაწილეობა რეალური. ამ საკითხს სანამ გადაწყვეტს, შესთავაზეს გადახდა გირაოსი და ხელზე სამაჯურის გაკეთება. მე ვფიქრობ, რომ რაღაც გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით ნაკლები სიმკაცრეც გამოიჩენს. მე არ ვარ პროკურატურა, ვერ შევაფასებ, მაგრამ რეალურად, ერთადერთი, რაც მოეთხოვებოდა სასამართლომდე, მიუხედავად მისი ამ ყველა პოლიტიკური აქტივობისა, მიუხედავად ამ გააფთრებული ბრძოლის, მაინც სამაჯურის თემა იყო მნიშვნელოვანი, რაც ერთადერთი პირობა იყო რომ უნდა შეესრულებინა.

როდესაც ესეთ ვითარებაში, საზოგადოების წინ, დემონსტრაციულად, ხაზგასმით ამბობს, რომ მე ვიხსნი სამაჯურს, ეს იმას ნიშნავს, რომ განცხადებას აკეთებს მოდის და შემიფარდეთ სხვა აღკვეთს ღონისძიება. მიუხედავად ამისა, კვლავ მოითხოვეს გირაოს გადახდა. არც ამ თემაზე არ წამოვიდა და რასაკვირველია, გიჩნდება ეჭვი, რომ ეს გამიზნული ქმედებაც შეიძლება ყოფილიყო რომ როგორმე პარტია, რომელმაც ვერ მიაღწია წარმატებას არჩევნებში, რომელმაც ვერ მიაღწია წარმატებას იმ პოლიტიკაში, რასაც გაყალბების თავზე მოხვევა ჰქვია, რომელიც უარს ამბობს, რომ საგამოძიებო კომისიას სათავეში ჩაუდგეს და წარმართოს მისი მუშაობა, აქედან გამომდინარე სხვა არაფერი არ რჩება პასუხად, გარდა იმისა, რომ ეს ყველაფერი არის ფაქტიურად რევოლუციური სცენარის განვითარების ერთ-ერთი მცდელობა,“ - ამბობს გია ვოლსკიმ.

 

 

 

დღის ამბები