აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი საქართველოს პრემიერის გადადგომას ეხმაურება და გიორგი გახარიას მიერ თანამდებობის დატოვებას სწორ ნაბიჯს უწოდებს:
"სწორი ნაბიჯი და სწორი ტონი. საქართველოს მთავრობას სჭირდება დიალოგი ოპოზიციასთან და არა უფრო მეტი დაპირისპირება," - წერს იან კელი.
გიორგი გახარიამ პრემიერის პოსტი დღეს დილით დატოვა და მიზეზად ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით გუნდში არსებული შეუთანხმებლობა დაასახელა.