17 ნოემბერი 2024,   10:31
ვრცლად
საქართველო უბრუნდება პოლიტიკური ოპონენტების დევნას და შერჩევით სამართალს - EPP გამოსავალს ვადამდელ არჩევნებში ხედავს

"ევროპის სახალხო პარტია" საქართველოში განვითარებულ მოვლენებს კრიტიკული შეფასებით ეხმაურება. EPP-ის "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, ნიკა მელიას დაკავების გადაწყვეტილებით, გამოსავლის მოძებნისა და კომპრომისის ნაცვლად, პოლიტიკური კრიზისის გაღრმავება აირჩია.

EPP გამოსავალს ვადამდელ არჩევნებსა და დიალოგის განახლებაში ხედავს.

"სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, ნიკა მელიას დაკავების გადაწყვეტილებით, გამოსავლის მოძებნისა და კომპრომისის ნაცვლად, პოლიტიკური კრიზისის გაღრმავება აირჩია. საქართველო შეიძლება იყოს რეგიონის წამყვანი ქვეყანა, მაგრამ უბრუნდება პოლიტიკური ოპონენტების დევნას, შერჩევით სამართალსა და ინსტრუმენტალიზებულ სასამართლო სისტემას.

სიტუაციიდან გამოსავლად შეიძლება ჩაითვალოს ვადამდელი არჩევნები და დიალოგის განახლება მთავრობასა და ოპოზიციას შორის,"- ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები