17 ნოემბერი 2024,   10:30
ვრცლად
"ნაციონალურ მოძრაობის" მიზანია ტელევიზორში დაძაბულობის განცდა შექმნან - გიორგი ხელაშვილი

პარლამენტის შენობასთან მიმდინარე დაპირისპირებას, სადაც პოლიცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრს ლევან ხაბეიშვილის და სამოქალაქო აქტივისტებს კარვის გაშლის საშუალებას არ აძლევს, "დღის კურიერის" ეთერში პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ხელაშვილი გამოეხმაურა.

"30-მდე ადამიანი დაიძრა მარშით პარლამენტის წინ და ძალიან აშკარა იყო, რომ მათი მიზანია ამ ობსტრუქციის მოწყობა, რომელსაც შემდეგ ტელევიზორში აჩვენებდნენ. ერთი რამ მინდა გთხოვოთ, როდესაც ისინი თავის თავს სამოქალაქო აქტივისტებს უწოდებენ, ჯობია დავარქვათ სახელი რაც ჰქვიათ - ეს არის "ნაციონალურ მოძრაობა," რომელთა მიზანია ტელევიზორში შექმნან განცდა დაძაბულობის, რომელიც არის ქვეყანაში. ამას გარდა, არის ქუჩის აქციები, ქუჩის არეულობები და ხალხი არის ქუჩაში გამოსული, რაც არ შეესაბამება სიმართლეს,"-აღნიშნა გიორგი ხელაშვილმა.  

დღის ამბები