პარტია "გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩია სოციალურ ქსელში წერს, რომ მაშინ, როდესაც საერთაშორისო პარტნიორები შერიგებისკენ მოუწოდებენ ოპოზიციასა და ხელისუფლებას, ესკალაცია და დაძაბულობა ოპოზიციას არ აწყობს.
"ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, ყველა ვისაც ჩვენთვის კარგი უნდა, ხვდება საითაც მივდივართ და თითქმის ერთხმად შერიგებისკენ მოგვიწოდებს.
ასეთ დროს, ჩვენს მიერ ორგანიზებული, ნებისმიერი ტიპის ესკალაცია და დაძაბულობის კერის შექმნა, ოპოზიციას არ გვაწყობს.
ჩვენ უნდა ვიყოთ მშვიდი, კონსტრუქციული, მოლაპარაკების და შეთანხმებების მოსურნე, რათა ჩვენი მეგობრების მთელი ყურადღება აგრესიულ ხელისუფლებაზე იყოს კონცენტრირებული,"- წერს იაგო ხვიჩია.