17 ნოემბერი 2024,   10:21
ვრცლად
თავდაცვის მინისტრობის კანდიდატად ჯუანშერ ბურჭულაძე დასახელდა

ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელად ჯუანშერ ბურჭულაძის კანდიდატურა დაასახელა.

ჯუანშერ ბურჭულაძე ამ დრომდე თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. როგორც თავდაცვის უწყების ვებგვერდზეა აღნიშნული, ის 1994 - 1998 წლებში საქართველოს ჰუმანიტარულ-ტექნიკური უნივერსიტეტში სწავლობდა, საბანკო-საფინანსო ფაკულტეტზე.

ახალ მთავრობაში სულ 2 ახალი მინისტრობის კანდიდატი იქნება - შეიცვალა ინსფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრიც, მაია ცქიტიშვილს, პარლამენტის მიერ დამტკიცების შემთხვევაში, ირაკლი ქარსელაძე შეცვლის.

დღის ამბები