17 ნოემბერი 2024,   10:21
ვრცლად
"გულწრფელად ვთხოვე ირაკლი ღარიბაშვილს, დავუბრუნდე ჩემს ოჯახს" - მაია ცქიტიშვილმა მინისტრის პოსტი დატოვა

მაია ცქიტიშვილმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტი დატოვა - მაია ცქიტიშვილს მისი პირველი მოადგილე ირაკლი ქარსელაძე შეცვლის.

"გულწრფელად ვთხოვე ირაკლი ღარიბაშვილს, რომ დავუბრუნდე ჩემს ოჯახს, გამოვიდე აქტიური პოლიტიკური ცხოვრებიდან და შესაბამისად, ის 9 წლიანი პერიოდი ჩემი ცხოვრების ძალიან საინტერესო და დატვირთული, დავასრულო ამით. ძალიან მიხარია, რომ ირაკლი ქარსელაძე, არსებული მოადგილეები: ილია ბეგიაშვილი, მზია გიორგობიანი, მთელი ეს გუნდი ინფრასტრუქტურის სამინისტროში, ასევე გააგრძელებენ იმ საქმეს, რომელიც ჩვენ ერთად წამოვიწყეთ. ჩემთვის არის ძალიან მისასალმებელი, რომ მე დავუბრუნდე ჩემს ოჯახს, დავბრუნდე იმ ჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრებაში. ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი სასარგებლო საქმე გავაკეთე სხვადასხვა პოზიციაზე.

მინდა დღევანდელი ტრიბუნა გამოვიყენო იმისთვის, რომ მადლობა ვუთხრა ბატონ გიორგი გახარიას, იმ პრემიერს, რომელთან ერთად, ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში, ვიყავი ვიცე-პრემიერის პოზიციაზე," - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

დღის ამბები