17 ნოემბერი 2024,   10:30
ვრცლად
8 წელიწადში 60%-ით შემცირდა მოქალაქეების პრეტენზიები სასამართლოსთან დაკავშირებით - არჩილ თალაკვაძე 

რატომ უჩნდებათ ამდენი წლის განმავლობაში სტრატეგიულ პარტნიორებს კითხვები სასამართლოსა და პროკურატურის პოლიტიკურ მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით- საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე "დღის კურიერის" ეთერში ამბობს, რომ ბოლო 8 წელში,  60%-ით შემცირდა სასამართლოსთან მიმართებაში მოქალაქეების პრეტენზიები.

"ჩემი აზრით, კითხვები უჩნდებათ იმიტომ, რომ ქვეყანაში სტაბილურობა, მშვიდობა, დემოკრატია და განვითარება მათ ქვეყნებში ეფუძნება სამართლიანობას და კანონის უზენაესობას. იქ თუ არის შეტევა პარლამენტზე, ის ისჯება და კითხვები იქ, არავის არ აქვს საერთოდ, ეს ადამიანი პოლიტიკოსი იყო თუ იყო მოჭიდავე და იმიტომ ახდენდა შეტევას პარლამენტზე. ეს კითხვები იქ არ არსებობს და როდესაც დარღვევა ხდება, იმას პასუხობს მართლმსაჯულება მაშინვე და შესაბამისად, მერე ეს ბალანსი და წონასწორობა არის დამდგარი და გასწორებულია საზოგადოება იმ პრინციპების გასწვრივ.

ეს არის სასამართლო, რომელმაც ამ 8 წელიწადში, 60%-ით შეამცირა ჩვენი მოქალაქეების პრეტენზიები სასამართლოსთან დაკავშირებით," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. 

დღის ამბები