17 ნოემბერი 2024,   10:16
ვრცლად
როდესაც ერთ-ერთი მთავარი მოთამაშის განცხადებაა, სადაც საუბარია რომ სამართალი პოლიტიკური დევნის სურნელს ფლობს, მისახედია - დავით დარჩიაშვილი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის დავით დარჩიაშვილის შეფასებით, საერთაშორისო პარტნიორების მოწოდება დიალოგსა და შეთანხმებაზე ძალიან სერიოზულია. ამის შესახებ მან "ღამის კურიერის" ეთერში ისაბრა

"საერთაშორისო პარტნიორების განცხადებები არის ძალიან სერიოზული ჩვენნაირი პატარა ქვეყნისათვის, რომელიც დამოკიდებულია, როგორც საზოგადოებრივ განწყობებზე, ასევე სტრატეგიულ პარტნიორებზე. შესაბამისად, როდესაც ერთ-ერთი მთავარი მოთამაშისაგან ასეთი განცხადებაა, სადაც საუბარია იმაზე, რომ სამართალი პოლიტიკური დევნის სურნელს ფლობს, - მისახედია. ეს გადის, რურუას, მელიასა და ბევრ სხვა საქმეზე. ეს კი, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. აუცილებელია, რომ მხარეები მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ."- განაცხადა დავით დარჩიაშვილმა. 

 



 

დღის ამბები