გიორგი გახარიას სელფი "ფეისბუქზე" რეკორდებს ხსნის. საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ფოტო გუშინ საღამოს, ადმინისტრაციის თანამშრომლებთან გამომშვიდობების შემდეგ დადო.
გიორგი გახარიას ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ფოტოს, ამ წუთისთვის 159 ათასზე მეტი მოწონება და 25 000-ზე მეტი კომენტარი აქვს.
გახარიას "ფეისბუქის" მომხმარებლები კომენტარებში უწერენ, რომ პოლიტიკაში ისევ ელოდებიან.