17 ნოემბერი 2024,   10:20
ვრცლად
მოვუწოდებთ ყველა მხარეს, მელიას საქმის ირგვლივ განვითარებული მოვლენების მშვიდობიანი გადაწყვეტისთვის ჩაერთონ კონსტრუქციულ დიალოგში - ამერიკელი კონგრესმენები

დაპირისპირებულ მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდებენ ამერიკელი კონგრესმენები. წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, დემოკრატი გრეგორი მიკსი და წამყვანი რესპუბლიკელი კონგრესმენი მაიკლ მაკქოლი მელიას საქმის ირგვლივ განვითარებული მოვლენების მშვიდობიანი გადაწყვეტის მნიშვნელობაზე საუბრობენ. განცხადებები კონკრესმენებმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში გააკეთეს.

"იმ დემოკრატიულ პროგრესს, რომლის მისაღწევადაც ქართველმა ხალხმა ასე ძლიერ იბრძოლა, თბილისში მიმდინარე პოლიტიკური დაძაბულობის ესკალაცია ძირის გამოთხრისა და დესტაბილიზაციის საფრთხეს უქმნის. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს პატივი სცენ დემოკრატიულ პრინციპებს და მელიას საქმის ირგვლივ განვითარებული მოვლენების მშვიდობიანი გადაწყვეტისთვის ჩაერთონ კონსტრუქციულ დიალოგში.

ძლიერი და მტკიცე ქართული დემოკრატია, რომელიც პატივს სცემს კანონის უზენაესობასა და მრავალპარტიულ სისტემას კრიტიკულად მნიშვნელოვანია როგორც საქართველოს, ასევე რეგიონული სტაბილურობისთვის," - წერია განცხადებაში. 

დღის ამბები