შესაძლოა, თბილისში ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, ან პრეზიდენტი ჩამოვიდეს. ამის შესახებ ლიეტუვის სეიმის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს. ჟიგიმანტას პავილიონისი ამბობს, რომ ისინი იმ შემთხვევაში ეწვევიან ქვეყანას, თუკი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის იქნება დიალოგი და არ იქნება კონფლიქტი ქვეყანაში.
"ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ, ვიმედოვნებ, რომ ნიკა მელიას საკითხი პოზიტიურად იქნება მიღებული და დიალოგში პარტნიორები გვეყოლება, ჩვენ მზად ვართ რომ ამ პროცესში დახმარება გაგიწიოთ, შესაძლოა თბილისში ჩამოვიდეს ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი, ან პრეზიდენტიც, თუმცა ჩვენ ჩამოვალთ იმ შემთხვევაში, თუ გვექნება დიალოგი და არა კონფლიქტი ქვეყანაში. თუ გსურთ ლიეტუვას გზით სვლა, გთხოვთ აღადგინეთ დიალოგი, ერთობა არის მთავარი წინაპირობა რომ გახდეთ ნატოს წევრი" - ამბობს ჟიგიმანტას პავილიონისი.