17 ნოემბერი 2024,   10:29
ვრცლად
ლიეტუვის სეიმის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ენმ-ის ოფისში მივიდა

ლიეტუვის სეიმის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დილიდან მართავს შეხვედებს. ჟიგიმანტას პავილიონისი “ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მივიდა, ის ლიდერებს შეხვდება და ოპოზიციის წარმომადგენლების მოსაზრებებს მოისმენს. მსჯელობის მთავარი თემა ქვეყანაში შექმნილი ვითარება და კრიზისიდან გამოსვლის გზებია. 

იქამდე, სანამ ლიეტუვის სეიმის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ენმ-ის ოფისში მივიდოდა, ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა შედგა და მათ მიმდინარე პროცესები განიხილეს, ასევე იმსჯელეს სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, კონკრეტულად, როგორ გაგრძელდება ბრძოლა.

“ესე დღის წესრიგი არ არის გამზადებული, უბრალოდ რაღაც მორიგი შეხვედრაა. სავარაუდოდ იქნება ასევე საუბარი დაგეგმილ აქციებზე, ამის გარდა შეიძლება რაღაც სხვა საკითხებიც იყოს,“ - ამბობს პოლიტიკური პარტიის ”გირჩი - მეტი თავისუფლება” თავმჯდომარე, ზურაბ ჯაფარიძე.

როგორც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ზაალ უდუმაშვილი ამბობს, მსგავსი შეხვედრები თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში იმართება ოპოზიციის წევრებს შორის. 

"ასეთი შეხვედრები დღეს პირველად არ იმართება, ეს შეხვედრები ყოველდღიურ რეჟიმშია, მას შემდეგ რაც ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიება შეიცვალა. ყოველდღიურად ძალიან ბევრი საკითხია გასავლელი, მათ შორის აქ როგორ ვიყოფებით, შემდგომ რა გეგმები იქნება და ა.შ.“- აცხადებს ზაალ უდუმაშვილი. 

დღის ამბები