"ნაციონალური მოძრაობის" ოფისში, ლიეტუვას სეიმის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ შეხვედრები ლიეტუვის მხრიდან საქართველოში პროცესების დეესკალაციის მხარდაჭერის დასტურია.
პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” გენერალური მდივანი, ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ შეხვედრები ემსახურება მიზანს, რომ "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციას შორის შეთანხმება მოხდეს.
"ბატონი პავილიონისის ამოცანაა, რომ ქვეყანაში უკონტროლო პროცესები არ განვითარდეს და საქართველომ არ დაკარგოს იმის შანსი, რომ ჩვენ მართლაც დავუბრუნდეთ ევროპულ ოჯახს. მისი ეს შეხვედრები ემსახურება მიზანს, რომ "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციას შორის შეთანხმება მოხდეს," - აცხადებს პარტიის "ლელო საქართველოსთვის" გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე.
შეხვედრის შემდეგ განცხადება გააკეთა პოლიტიკური პარტიის ”გირჩი - მეტი თავისუფლება” თავმჯდომარემ, ზურაბ ჯაფარიძრმ.
"ნიკას საქმესთან დაკავშირებით, ცალსახაა ყველა ის გზავნილი, რომელიც ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან მოდის. ყველა იმას ამბობს, რომ ეს პოლიტიკურად მოტივირებული დევნაა," - აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.
"ეს არის მოლაპარაკების პროცესი, რომელიც 2 ფაზისგან უნდა შედგებოდეს - პირველ რიგში მელიას საკითხის გადაწყვეტა და მეორე რიგში, სხვა დანარჩენ 4 პუნქტზე საუბარი," - აღნიშნავს პარტია ”სტრატეგია აღმაშენებელის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე.
შეფასება გააკეთა ”ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნინო ბურჯანაძემ.
"ჩვენს სტუმარს რეალური ვითარება ავუხსენით და ვუთხარით, რომ აქ არ არის რადიკალიზმზე საუბარი და ის, რომ ჩვენი ერთობა იმით არის განპირობებული, რომ ჩვენს ქვეყანაში უბრალოდ სამართალი აღარ არსებობს," - ამბობს ნინო ბურჯანაძე.