17 ნოემბერი 2024,   10:21
ვრცლად
"ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში, სადაც უნდა იმართებოდეს ქვეყანა კანონებით, კონსტიტუციით" - ირაკლი ზარქუა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ, მნიშვნელობა არ აქვს თანამდებობას, კანონის წინაშე ყველა თანასწორია. ირაკლი ზარქუას თქმით, ვინც კანონს დაარღვევს, ყველამ შესაბამისად უნდა აგოს პასუხი. 

"ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში, სადაც უნდა იმართებოდეს ქვეყანა კანონებით, კონსტიტუციით. როგორც კი ამის ნიველირებას გავაკეთებთ, მაშინ სახელმწიფო არ არის, არც ბიუჯეტია და არც მმართველი რგოლი. კანონი არის მნიშვნელოვანი. ეს რიგითი ზარქუა დაარღვევს თუ რიგითი პეტრიაშვილი, ყველამ უნდა აგოს პასუხი კანონის წინაშე,“ - ამბობს ირაკლი ზარქუა.

დღის ამბები