17 ნოემბერი 2024,   10:20
ვრცლად
დღეს პარლამენტი მთავრობას კომიტეტებზე მოუსმენს - მინისტრობის კანდიდატები სამთავრობო პროგრამით წარსდგებიან

დღეს პარლამენტი მთავრობას კომიტეტებზე მოუსმენს. განათლების და ჯანდაცვის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მინისტრობის კანდიდატები სამთავრობო პროგრამით წარსდგებიან.

დღესვეა დანიშნული ადამიანის უფლებათა, თავდაცვის, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომაც. ხვალ საკითხი პლენარულ სხდომაზე გავა და დეპუტატები ნდობის გამოცხადების საკითხზე გადაწყვეტილებას მიიღებენ. მინისტრთა კაბინეტში ორი ცვლილებაა: თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილია მინისტრის მოადგილე ჯუანშერ ბურჭულაძე. ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე კი მაია ცქიტიშვილის ნაცვლად მისი პირველი მოადგილე ირაკლი ქარსელაძე.

"ჩვენ რამდენიმე თვის წინ უკვე გავიარეთ ეს პროცედურა და ის საკითხები და ხედვები, რაც მათ წარმოადგინეს, უკვე არის კვლავაც აქტუალური, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან მიმართებაში ის გამოწვევები, რაც გვაქვს და ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა კრიმინალთან ბრძოლას, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლას, ამ მიმართულებით შსს არის მოწინავე.

რაც შეეხება თავდაცვის მინისტრობის ახალ კანდიდატს, მას ექნება შესაძლებლობა, რომ თავისი ხედვები წარმოგვიდგინოს, როგორც მინისტრობის ახალმა კანდიდატმა და, მე დარწმუნებული ვარ, რომ იქნება საინტერესო დისკუსია,"- განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა

დღის ამბები