პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის გზებზე იმსჯელეს დიპლომატებმა არასამთავრობოებთან გამართულ შეხვედრაზე.
საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრში მესამე სექტორის წარმოანდგენლებთან ერთად, ლიეტუვის სეიმის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და ლიეტუვის ელჩი იმყოფებიან.
არასამთავრობოები თვლიან, რომ დიპლომატიურმა კორპუსმა მეტი ძალისხმევა უნდა გამოიჩინოს, რომ პოლიტიკური პროცესი ქვეყანაში დემოკრატიული გზით გაგრძელდეს.
"ჩვენ ჯერ კიდევ ვცდილობთ მხარეებს შორის ხიდების მშენებლობას. იმედი მაქვს, რომ ამას შევძლებთ, ამ მხრივ დადებითი სიგნალები მოდის ოპოზიციის მხრიდან და იმ ხალხისგან, რომლებმაც უარი თქვეს პარლამენტში შესვლაზე. იმედი მაქვს, რომ მთავრობასაც დიალოგი სურს და საბოლოოდ მხარეები ამ გზით მიაღწევენ შეთანხმებას. ამ ერთიანობამდე გრძელი გზაა, მაშინებს ის ფაქტი, რომ ესკალაციის პროცესი ხანგრძლივი აღმოჩნდა.
საქართველო ამჟამად ისტორიული შესაძლებლობების გზაჯვარედინზეა, აშშ-ის ახალ მთავრობასთან და ამასთანავე სხვა მთავრობებთან დიალოგის შესაძლებლობა საქართველომ ხელიდან არ უნდა გაუშვას. ჩვენ ვისაუბრებთ ხმამაღლა იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ხელიდან გაუშვებს ამ შესაძლებლობებს. ჩვენ ვიქნებით პირდაპირები თუკი საქართველოს მთავრობა გააგრძელებს ოპოზიციის იზოლაციას. ჩვენ ვართ თქვენი მეგობრები, ჩვენ ვისაუბრებთ სიმართლეს და ვიქნებით სამართლიანი. თუ თქვენი მოქმედებები იქნება მცდარი, მთავრობას მოუწევს ამის საფასურის გადახდა, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ აქამდე არ მივალთ. ვფიქრობ, საქართველოს ჯერ კიდევ შეუძლია იყოს დემოკრატიისა და თავისუფლების ჩემპიონი. მესმის, რომ საქართველოსა და ბელარუსის ერთ წინადადებაში აღნიშვნა ძალიან სენსიტიურია, მაგრამ ეს არარის ჩვენი გადაწყვეტილება, ეს თქვენი გადაწყვეტილებაა. თქვენი გადასაწყვეტია, რომელ კატეგორიაში გსურთ საქართველოს მოხსენიება.
ჩვენ ჯერ კიდევ ველოდებით პოზიტიურ სიგნალებს, იმედი მაქვს საქართველოს დატოვების შემდეგ, მთავრობა აჩვენებს უფრო მეტ ღიაობას ოპოზიციის მიმართ, მე დაველაპარაკები ჩემი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს და ჩვენ ვგეგმავთ წამოვწიოთ საქართველოს საკითხი ბრიუსელსა და სხვა ქალაქებში, მე მინდა მივიტანო მათთან პოზიტიური სიახლეები ერთიანობაზე, ჭკვიან ქართველ ხალხზე, რომელნიც საკმარისად მომთმენები აღმოჩნდნენ, რომლებიც ერთმანეთს აფასებენ და ხსნიან გზას დიალოგისკენ," - აცხადებს ლიეტუვის სეიმის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი.