ხვალ ქვეყანას, სავარაუდოდ, ახალი პრემიერ-მინისტრი და მთავრობა ეყოლება. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი ღარიბაშვილს და მის კაბინეტს, რომელშიც 2 ახალი სახეა, პარლამენტი კენჭს უყრის.
მანამდე, საკანონმდებლო ორგანო მინისტრობის კანდიდატებს უკვე მეორე დღეა დაჩქარებული წესით უსმენს. დღეს დეპუტატების წინაშე 6 კანდიდატი წარსდგა, მათ შორის, ძალოვანი უწყებების პირველი პირები.
პროგრამის გასაცნობად კანდიდატებს 20-20 წუთი ჰქონდათ, შემდეგ იყო კითხვა-პასუხის რეჟიმი.