17 ნოემბერი 2024,   10:27
ვრცლად
ვრჩებით ოფისში, მათ შორის ნიკაც და ვაგრძელებთ მუშაობას - ხატია დეკანოიძე

უკვე მეხუთე დღეა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე პარტიის ცენტრალურ ოფისშია. ნიკა მელიასთან ერთად პარტიაში რჩებიან აქტივისტები და პარტიის წევრები. დღეს გეგმებთან დაკავშირებით განცხადება რამდენჯერმე გაკეთდა. 

"მიუხედავად იმისა, რომ ჩემი და ჩვენი დამოკიდებულება სასამართლოს მიმართ იცით, ნდობის ხარისხი პრაქტიკულად არ არსებობს, გვჭირდება, რომ ყველა სამართლებრივი მექანიზმები გამოვიყენოთ. ვრჩებით ოფისში, მათ შორის ნიკაც და ვაგრძელებთ მუშაობას. ველოდებით ხელისუფლებიდან გადმოდგმულ ნაბიჯს, რომ აუცილებელია პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა," - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა ხატია დეკანოიძემ.

"იმედი არ მაქვს, რომ ხელისუფლებას გონიერება ეყოფა. მას შემდეგ რაც გავიგე, რომ ამ ოფისის შტურმს აპირებდა ხელისუფლება და  უმრავლესობა ამას ემხორობოდა, პოლიტიკას რომ თავი დაანებო, გული გეტკინება, რომ საქართველოს ასეთი უგუნური ადამიანები მართავენ და ერთად მოიყარეს თავი,"- განაცხადა "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ.

დღის ამბები