17 ნოემბერი 2024,   10:22
ვრცლად
25 თებერვლის აქციის გადადებით მივეცით სივრცე ხელისუფლებას, რომ განმუხტოს ვითარება - ხატია დეკანოიძე

ოპოზიცია ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების მორიგი რაუნდისთვის მზად არის. მათ ამის შესახებ განცხადება კიდევ ერთხელ გააკეთეს და ხელისუფლებას იგივე ნაბიჯის გადადგმისკენ მოუწოდებენ. მათი თქმით, მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ აქვს.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ვითარების დასტაბილურებისთვის მათ საერთაშორისო პარტნიორების რჩევაც გაითვალისწინეს და 25 თებერვალს დაანონსებული აქციაც გადადეს.

"პოლიტიკური კრიზისი, რომელიც არის დღეს საქართველოში, აუცილებელია განიმუხტოს დიალოგის მხრივ. ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან კონსულტაციების შემდეგ, დავაანონსეთ, მათ შორის, 25 თებერვლის აქციის გადადება და კიდევ ერთი სივრცე მივეცით ხელისუფლებას, რომ განმუხტოს ვითარება. თუ ჩვენ გვინდა, ევროატლანტიკურ სტრუქტურებს კიდევ უფრო დავუახლოვდეთ, მაშინ რიგგარეშე არჩევნები არის ერთადერთი გამოსავალი,"-განაცხადა ხატია დეკანოიძემ

"ლელოს" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ ოპოზიცია მოწადინებულია დეესკალაციისთვის და ამის დასტურია აქციის გადადებაც. 

"მოწადინებულები ვართ, რომ ქვეყანაში დეესკალაცია მოხდეს. რა თქმა უნდა, ჩვენი მეგობრების თხოვნას და რეკომენდაციას ვითვალისწინებთ და ამიტომაც მოხდა 25 თებერვლის მშვიდობიანი მანიფესტაციის გადადება, რომ შევქმნათ სივრცე დიალოგის განახლებისათვის "ქართულ ოცნებასთან", რომ მივაღწიოთ პოლიტიკურ შეთანხმებას. პოლიტიკური შეთანხმების გარეშე შეუძლებელი იქნება პოლიტიკური მშვიდობის დამყარება,"-განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ. 

"გირჩი-მეტი თავისუფლებას" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე "ქართული ოცნების" მხრიდან მოლაპარაკებისთვის მზაობას ვერ ხედავს. 

"მოლაპარაკებები არის ერთადერთი გამოსავალი შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან, ბატონი პავილიონისი​ს ვიზიტიც ამ მიზანს ემსახურებოდა, რომ რამენაირად "ქართული ოცნება" დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, ჩვენ შევძლოთ განვმუხტოთ კრიზისი და მოხდეს შეთანხმება იმ ოთხ პუნქტზე, რომელიც დევს მოლაპარაკების მაგიდაზე, თუმცა, ჯერ ჯერობით, "ქართული ოცნების" მხრიდან ასეთი ტიპის სერიოზული მზაობა არ ჩანს,"-განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ. 

დღის ამბები