პასუხიმგებლობა და დიალოგი, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს - საერთაშორისო საზოგადოების გზავნილი მკაფიო და ერთმნიშვნელოვანია.
ლიეტუველმა კანონმდებელმა, რომლის ვიზიტის მთავარი მიზანიც საქართველოში პოლიტიკური ვითარების განმუხტვა იყო, საქართველო უკვე დატოვა. ბოლო შეხვედრა მან ოპოზიციასთან გამართა.
მისი თქმით, მოლაპარაკებებისთვის თბილისში უახლოეს მომავალში სხვა ევროპელი პოლიტიკოსებიც ჩამოვლენ.
"ჩვენ ვიბრძოლებთ თქვენი ევროკავშირისა და ნატოს წევრობისთვის, თუმცა ეს ნიშნავს, რომ თქვენ უნდა იყოთ მზად დემოკრატიულ მანდატთან დაკავშირებით. ვიმედოვნებ, რომ მთავრობა უპასუხებს დიალოგისთვის კეთილ ნებას, რომელიც საქართველოში ყველა პოლიტიკური პარტიის მხრიდან მოდის. შეტაკებებისა და რეპრესიების ნაცვლად, ერთად ვიმუშავებთ ტრანსატლანტიკური მიზნებისთვის. ეს არის ერთადერთი გზა, რადგან თქვენ ვერასდროს შეძლებთ ევროკავშირსა და ნატოში შესვლას, თუ ერთპარტიული დემოკრატია იქნებით. ეს საერთოდ არ არის დემოკრატია," - განაცხადა ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ჟიგიმანტას პავილიონისმა.