"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრის ხატია დეკანოძის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის რიტორიკა ხელს არ უწყობს პოლიტიკურ დიალოგს.
"პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გამოდის და ღიად ემუქრება არა მხოლოდ მედიამენეჯერებს და პოლიტიკურ ოპონენტებს, არამედ შეურაცხყოფას აყენებს საერთაშორისო პარტნიორებსაც.
ყველას გვახსოვს, როგორ მოიხსენია ჩვენი მეგობარი ლიეტუიდან, რომელიც პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად ჩამოვიდა. ეს ადამიანი გამორჩეულად ზიზღს თესავს, ამ ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულებაა. მისი სიტყვებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ბიძინა ივანიშვილის გარეშე, არ მიიღება არც ერთი სასამართლო გადაწყვეტილება,"- აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.
ხატია დეკანოიძემ ბრიფინგზე ასევე განაცხადა, რომ საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით მოლაპარაკებისთვის ოპოზიცია მზად არის.