17 ნოემბერი 2024,   10:21
ვრცლად
აბსოლუტურად მიუღებელია თუ ოკუპირებულ ტერიტორიებს ვინმე დაკარგულად მოიხსენიებს - მამუკა მდინარაძე პავილიონისის განცხადებაზე

ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი დღეს ფრაქცია "ქართული ოცნების" ლიდერმა გააკრიტიკა.

მამუკა მდინარაძე ჟიგიმანტას პავილიონისის განცხადების იმ ნაწილს გამოეხმაურა, სადაც მისი მტკიცებით, პავილიონისმა შემდეგი ფრაზა თქვა - "თქვენ უკვე დაკარგეთ ტერიტორიები და ახლა იმედს კარგავთ".

მდინარაძის თქმით, ხელისუფლებისთვის მიუღებელია ასეთი განცხადებები, განსაკუთრებით მაშინ, როცა საუბარი ეხება ქვეყნის ოკუპირებულ ნაწილს.

"რბილად რომ ვთქვათ, უცნაური და გასაკვირია ჩვენი ლიეტუველი კოლეგის, კონკრეტული ადამიანის განცხადებები და ბოლოს აღმოჩნდა მის განცხადებებში ასეთი ფრაზაც იყო, რომ "თქვენ უკვე დაკარგეთ ტერიტორიები და ახლა იმედს კარგავთ". აბსოლუტურად მიუღებელია მსგავსი განცხადებები, ტერიტორიების ოკუპაცია არის ჩვენი მთავარი ტკივილი და აბსოლუტურად მიუღებელია თუ ამ ოკუპირებულ ტერიტორიებს ვინმე დაკარგულად მოიხსენიებს," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები