17 ნოემბერი 2024,   10:32
ვრცლად
კატეგორიულად ვაცხადებთ უარს ნებისმიერ მოლაპარაკებაზე, რომელიც უკავშირდება რიგგარეშე არჩევნებს, საკითხი დახურულია - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, რომ რიგგარეშე არჩევნების საკითხი არ განიხილება.

"მოდით, ვთქვათ, ვერ ვინატრებდით, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ეს რადიკალური, დესტრუქციული ძალები არ შემოსულიყვნენ პარლამენტში. ეს შეიძლებოდა ყოფილიყო ჩვენი ოცნება, მაგრამ ასე მოხდა ბუნებრივად, მათივე არჩევანით, მათივე სურვილით.

თუ მოახერხებენ ოპოზიციის წარმომადგენლები, რომ გაემიჯნონ სააკაშვილის ძალადობრივ პოლიტიკას და შანტაჟს, ჩვენ ამას მივესალმებით და მზად ვართ კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის, ცხარე დებატებისთვის, დიალოგისთვის და ყველაფრისთვის, რაც ჯდება თანამედროვე დემოკრატიული ქვეყნებისთვის მიღებულ პრაქტიკაში.

მაგრამ ჩვენ კატეგორიულად ვაცხადებთ უარს ნებისმიერ მოლაპარაკებაზე, რომელიც უკავშირდება რიგგარეშე არჩევნებს! ეს საკითხი არის დახურული! ეს საკითხი არ განიხილება! მათ არ სურთ არც რიგგარეშე არჩევნები, არც სამართლიანი არჩევნები, არც დემოკრატიული არჩევნები, მათ სურთ ხელისუფლების ძალადობრივი რეჟიმით შეცვლა, სწორედ ამიტომ არიან ისინი გასული კონსტიტუციური ჩარჩოებიდან. სწორედ ამიტომ, ჩემი ამოცანა იქნება, რაც შეიძლება უმოკლეს ვადაში აღვადგინოთ კონსტიტუციური წესრიგი, რომ არავინ არ იდგეს ამ ქვეყანაში კანონზე მაღლა! კანონი უნდა აღსრულდეს!", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

დღის ამბები