17 ნოემბერი 2024,   10:17
ვრცლად
ევროპის ლიბერალ-დემოკრატიული ალიანსის პრეზიდენტი ირაკლი ღარიბაშვილს ღია წერილით მიმართავს

ჰოლანდიელი პოლიტიკოსი და ევროპის ლიბერალ-დემოკრატიული ალიანსის პრეზიდენტი ჰანს ვან ბაალენი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი ღარიბაშვილს ღია  წერილს უგზავნის.

ჰანს ვან ბაალენი წერს, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისი უნდა დასრულდეს და ის მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს. 

"გასულ პარასკევს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომა, აშკარა მითითებაა იმისა, რომ საქართველოში არჩევნების შემდგომი კრიზისი სულ უფრო ძლიერდება. შემდეგი ნაბიჯები მოითხოვს მეტ ჩართულობას, რათა დასრულდეს პოლიტიკური ჩიხი და შეწყდეს სადამსჯელო იურიდიული ქმედებები ოპოზიციის წევრების წინააღმდეგ. მე ვარ ლიბერალი და მხარს ვუჭერ საქართველოს, როგორც ლიბერალ-დემოკრატიული ალიანსის პრეზიდენტი. ჩვენ გარწმუნებთ, რომ ევროპის კონტინენტს სჭირდება ძლიერი, უფრო დემოკრატიული საქართველო, სადაც განსხვავებული ხმები ისმის და პოლიტიკური უთანხმოებები წყდება პარლამენტში და არა ამ გზით, როცა სასამართლოები ოპოზიციური ფიგურებს თვითნებურად აპატიმრებენ. 

ახლა, დეესკალაციისა და დიალოგის დროა და არა მორიგი ბრალდებების.
ევროკავშირის ლიბერალური საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ვიზიტამდე, რომელიც მომავალ კვირას შედგება, მნიშვნელოვანია განახლდეს მოლაპარაკებები ოპოზიციასთან და ერთად დადგინდეს ახალი თარიღი, თავისუფალი, გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნებისთვის," - წერს ჰანს ვან ბაალენი. 

 

დღის ამბები